საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო კავშირები

 

•2009 წლის 4-8 თებერვალს, ვატიკანის გოვერნატორის ეკლესიაში, ვერონას სან ძენო მაჯორეს ბაზილიკაში, ტრენტოს სანტა კიარას აუდიტორიუმში, სპოლეტოს ტეატრო ნუოვოში, გაიმართა იტალიელ მუსიკოსთა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა ერთობლივი კონცერტები დირიჟორ ჯამპაოლო პრეტოს ხელმძღვანელობით.

• 2009 წლის 31 მარტს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, ბატონი ნიკოლოზ რურუა, მადრიდის ცენტრში, დალის მოედანზე ახალი სამხატვრო გალერეის გახსნას დაესწრო. გალერეა "საქართველო" სამინისტროს ხელშეწყობით და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ინიციატივით გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრები. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ესპანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, არტის კრიტიკოსები და ესპანეთის თანამედროვე ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები

• საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2009 წლის 1 მარტიდან 15 ივლისამდე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში განხორციელდა თანამედროვე ხელოვნების, არტ-მენეჯმენტის, თეორიასა და პრაქტიკაში ორიენტაციის საკითხებისადმი მიძღვნილი პროექტი, რომლის ავტორია ერლანგენ- ნიუნბერგის ფილოსოფიის ფაკულტეტის ხელოვნების პედაგოგიკის მიმართულების პროფესორი და ორგანიზაციიის "Free International Artist" ხელმძღვანელი, კრისტიან ჰამსეა. აღნიშნული პროექტი წარმოადგენდა სასწავლო პროგრამას თეორიული და პრაქტიკული ნაწილებით და განკუთვნილი იყო თსსა-ს ბაკალავრიატის სახვითი ხელოვნების, მედია ხელოვნების, დიზაინის, რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

• 2009 წლის 30 მარტიდან 5 აპრილამდე, ესპანეთის ქალაქ მურსიაში გამართულ ახალგაზრდულ ორკესტრთა 28-ე საერთაშორისო ფესტივალში, მონაწილეობა მიიღო თბილისის #2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერულმა ორკესტრმა (დირიჟორი - გიორგი შილაკაძე), რომელიც დაჯილდოვდა ფესტივალის პრიზით

• 2009 წლის 10-20 აპრილს, პრაღაში გამართულ ახალგაზრდა ვიოლონჩელისტთა მე-20 საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი გახდა, თბილისის #2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის V კლასის მოსწავლე, მარიამ ხოშტარია (პედაგოგი - მიხეილ ხოშტარია)

•2009 წლის 6-12 მაისს, ქალაქ გიუმრიში (სომხეთი) ჩატარდა კომიტასის 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი, რომელზეც ღირსეულად წარსდგა ქართული საშემსრულებლო სკოლა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში:
გრანპრი - თეონა ყაზიშვილი (ვიოლინო), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
გრანპრი - მარიამ გელაშვილი (ფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია;
II ადგილი - თაკო მიდელაშვილი (ფორტეპიანო), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
IV ადგილი - გვანცა ფუტკარაძე (ფორტეპიანო), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
V ადგილი - გიორგი აროშვილი (ფორტეპიანო), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
"ჟიურის სიმპათია" - გურანდა გაბელაია (ფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; დიპლომი - თინათინ წულაძე (ფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

• 2009 წლის მაისში, იტალიაში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში ("მოცარტი"), I ადგილი დაიკავა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლემ, ზურაბ ცირეკიძემ

• 11-14 ივნისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გამართა. ფესტივალში 10 ქვეყნის კინოსკოლის 41 ფილმი მონაწილეობდა: აზერბაიჯანი, ბოლივია, ბულგარეთი, გერმანია, ესპანეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, შრილანკა, შვეიცარია და საქართველო. ჟიურის წევრები იყვნენ რუსტამ იბრაგიმბეკოვის კინოსკოლის (აზერბაიჯანი) წარმომადგენლები - ზემფირა ბაბაევა და ასიფ რუსტამოვი, ასევე ქართველი რეჟისორი ლევან კიტია და ხელოვნებათმცოდნე - ქეთი ჯაფარიძე. მათ გამოავლინეს გამარჯვებულები 5 ნომინაციაში: საუკეთესო ფილმი - "ზღვის დონიდან 510 მეტრი" კერსტინ პოლტე (შვეიცარია).
საუკეთესო რეჟისორი - "5 წამი" ჯან ფრანკო როზე (ესპანეთი). საუკეთესო ხმოვანი რიგი - "Frequne Horphogenese" ონი პოლი (გერმანია). საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი - "შუაში გავლა" დრაგომირ შოლევი (ბულგარეთი)
ჟიურის სპეციალური პრიზი - კრისტინა გროზევა (ბულგარეთი) ასევე, 3 სპეციალური დიპლომი გადაეცა 2 ქართულ ("დან ... მდე" ანი ჟღენტი და "ნიკო - უზნაძის ქ.19" გიგა ლიკლიკაძე) და 1 აზერბაიჯანულ ("კურდღლის სიკვდილი" გიუნელ ნაჯაფზადა) ფილმს.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ოთარ იოსელიანის მასტერკლასის გამოფენა "კადრირება", ასევე ჩვენება პროექტისა "უცნობი ქართული კინო", რომელიც კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" ერთად განხორციელდა და DVD ფორმატში გამოიცა. გარდა ამისა, გაიმართა ცნობილი აზერბაიჯანელი დრამატურგისა და რეჟისორის, რუსტამ იბრაგიმბეკოვის კინოსკოლის პრეზენტაცია (აზერბაიჯანი).

• 2009 წლის 22-27 ივნისს, ფრანკფურტში გამართულ ახალგაზრდა პიანისტთა II საერთაშორისო კონკურსში "ოქროს კლავიში" სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში წარმატება მოიპოვეს თბილისის სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებმა:
გრანპრი (III კატეგორია) - მარიამ ბაწაშვილი, #2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
I ადგილი (IV კატეგორია) - ანა გოგავა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
I ადგილი (III კატერგორია) - ანა ყიფიანი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
II ადგილი (II კატეგორია) - სალომე ჟორდანია, #2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
II ადგილი (III კატეგორია) - გვანცა ფუტკარაძე, #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;

ქალაქ ოლდენბურგში (გერმანია) გამართულ ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, ნინო კუპრეიშვილი.

საფრანგეთში გამართულ თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო კონკურსში I ადგილი დაიკავა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლემ, თამარ ქუცნაშვილმა.

"თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის" ფარგლებში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: 5-8 ოქტომბერი - თეორიულ-პრაქტიკული სემინარი "რას ნიშნავს იყო თეატრის კრიტიკოსი". სემინარს უძღვებოდა თეატრის კრიტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, იან ჰერბერტი (დიდი ბრიტანეთი) 10-12 ოქტომბერი - თოჯინების თეატრის მსახიობებისა და რეჟისორებისთვის ვორქშოპი "ფილიპ ჟანტის სამყარო", რომლის მიზანია 110 სანტიმეტრიანი იაპონური "ბუნროკუს" სტილის თოჯინების მართვის შესწავლა, "ვიზუალური თეატრისა" და სივრცის სწორი აღქმის მნიშვნელობის გააზრება. უძღვება ერიკ დე სარია - ფილიპ ჟანტის მოსწავლე (საფრანგეთი)

• 13 ოქტომბერი - კულტურის მენეჯერებისათვის სემინარი "ფესტივალის ფილოსოფია და პრაქტიკა". უძღვებიან "ახალი თეატრალური ინსტიტუტის" დირექტორი, გუნდეგა ლაივინა (ლატვია) და "თანამედროვე თეატრების საერთაშორისო ფესტივალის" არტ-პროდიუსერი, როუზ ფენტონი (დიდი ბრიტანეთი) 14 ოქტომბერი - თეატრალური წარმოდგენის გადაღების ფოტოხელოვნებისადმი მიძღვნილი ვორქშოპი სათაურით "PHOTOCALL". ნაჩვენები და განხილული იქნა "ვიქტორია და ალბას" მუზეუმის ფოტოარქივის მასალები. უძღვებიან V&A თეატრისა და წარმოდგენების ფოტოგრაფი, გრაჰამ ბრენდონი (დიდი ბრიტანეთი) და V&A ფოტო-მენეჯერი - ჯეიმს სტივენსონი (დიდი ბრიტანეთი)

ერთობლივი კონცერტები

• 2009 წლის 19 ოქტომბერს, გოეთეს დარბაზში, გაიმართა პოტსდამის ი.ს. ბახის სამუსიკო სკოლის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრისა და თბილისის #2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა ერთობლივი კონცერტი. დირიჟორი- ანდრიას იერიე (გერმანია).

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის 25 მოსწავლე მონაწილეობს ავგუსტ ბურნონვილის ორ მოქმედებიან საბალეტო სპექტაკლში -"ციმბირიდან მოსკოვამდე", რომლის პრემიერა შედგა 2009 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. იდეისა და ჩანაფიქრის ავტორი - ფრენკ ანდერსენი. მუსიკა - კარლ ქრისტიან მიოლერი; მუსიკალური კონსულტანტი - ოლე ნიორლინგი; დრამატურგიული დახმარება - ქრისტიან კრომანი.

მასტერკლასები

• 2009 წლის მანძილზე ტარდება მოწვეულ პროფესორთა მასტერკლასები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში:

4 - 9 აპრილი - ჰანს იურგ შტრუბი (პიანისტი, შვეიცარია); 18 ივნისი – 1 ივლისი - მაგდალენა ქუნი (ფლეიტისტი, ჰოლანდია); წლის განმავლობაში - გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი, გერმანია); გიორგი ქსოვრელი (ფაგოტი, თურქეთი)

• 27 აპრილიდან 1 მაისამდე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კინოსტუდია "ქართული ფილმის" და გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით, კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ხმის მასტერკლასი, რომელსაც უძღვებოდა კრისტოფ ენგელკე (გერმანია)

• 2009 წლის ოქტომბერში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა მსოფლიოს ცნობილ მუსიკოს- შემსრულებელთა - ვერა ვაიდმანის (ვიოლინო, ისრაელი), სერჯიო პერტიკაროლის (ფორტეპიანო, იტალია), სიუზან სტარის (ფორტეპიანო, აშშ), ჟან პოლ სევილას (ფორტეპიანო, საფრანგეთი), პიტერ დონოჰიუს (ფორტეპიანო, დიდი ბრიტანეთი) და ემანუელ კრასოვსკის (ფორტეპიანო, ისრაელი) მასტერკლასები

• 2009 წლის 1-4 ოქტომბერს, აშშ-ს საელჩოს და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით, გაიმართა მასტერკლასი "დოკუმენტური კინო", რომელსაც უძღვებოდნენ ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე "ოსკარი" სამჯერ ნომინირებული რეჟისორი და პროდიუსერი დებორა დიქსონი და საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ასოციაციის, IDA-ს აღმასრულებელი დირექტორი - სანდრა რაჩი.

7-9 ოქტომბერს, მასტერკლასების დასრულების შემდეგ, მოეწყო ამერიკული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივა. აჩვენეს და განიხილეს 4 ფილმი:
1.Street Fight (ბრძოლა ქუჩაში). ჯილდოები: აკადემიის ჯილდო – საუკეთესო განსხვავებული დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში; "Tribecca" კინოფესტივალი - აუდიენციის ჯილდო; "Hot Docs" კინოფესტივალი – აუდიენციის ჯილდო, ჟიურის პრიზი, საუკეთესო საერთაშორისო დოკუმენტური ფილმი; "Silverdocs" ფესტივალი – აუდიენციის ჯილდო.
2. Flow – For love of water ("წყლის სიყვარულით"). ჯილდოები: "Mumbai"-ს საერთაშორისო კინოფესტივალი: საერთაშორისო ჟიურის პრიზი; გაერთიანებული ერების ასოციაციის კინოფესტივალი: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
3. Through Deaf Eyes ("ყრუთა თვალებით აღქმული"). ჯილდოები: "Alfred I.Dupont"-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ჯილდო.
4. Project Kashmir ("პროექტი ქაშმირი") "გასაოცარი და შთამბეჭდავი... ძალზედ წინასწარმეტყველური ფილმი" – 2008 წელს ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო კინოფესტივალი.